პოლიტიკა

ცაგერში გახარიას პარტია ხუთმა წევრმა დატოვა

21.09.21 15:00


გიორგი გახარიას ისევ ემიჯნებიან. დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის ორგანიზაცია ხუთმა წევრმა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს ასახელებენ. ამბობენ, რომ პარტიის დატოვებას კიდევ რამდენიმე ადამიანი გეგმავს.

 

„ნაციონალების“ რეჟიმში გვაბრუნებს ეს ჩვენი გახარია. ეს კაცი აღმოჩნდა „ნაციონალების“ მხარეს. თავიდან, „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი, დღესაც, გადავდივარ ამ პარტიის მხარეს და „ოცნებას“ ვუჭერ მხარს“, - ამბობს დათო ირემაძე.

 

ამავე მიზეზს ასახელებს გახარიას გუნდის კიდევ ერთი ყოფილი წევრი.

 

„გავიგეთ, რომ წინა პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო შეთანხმებული და შეკრული, ამიტომ დავტოვეთ“, - ამბობს ნიკო ირემაძე.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები