პოლიტიკა
01.12.21 10:30
ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, ბრიუსელში, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასოცირების ტრიოს ქვეყნები მზად არიან, განახორციელონ ის პრიორიტეტები, რომელიც მდგრად განვითარებას და დაკავშირებადობის კუთხით ახალი შემდგომი სტრატეგიების მიღებას გულისხმობს.
„მეექვსე სამიტის წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ კონკრეტული განზრახვა დავაფიქსირეთ. ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას მოახდენს. ასოცირების ტრიო მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირთან მწვანე და ციფრული გარდაქმნის სფეროში, დაკავშირებადობის, ენერგოუსაფრთხოების, სასამართლო სისტემის გაძლიერების, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც სამიტის შედეგად ჩვენი ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში იქნება ასახული. ასოცირებული ქვეყნების გაერთიანება ტრიოს ფორმატში დაიბადა ევროპის პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ევროპის პარლამენტის მხარდაჭერის მიღებას მომავალშიც და ამბიციური მიზნების ფარგლებში დაკმაყოფილდება ჩვენი სურვილები. ევრონესტი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას დაეხმარება იმისათვის, რომ სამიტის ფარგლებში, 2021 წლის დღის წესრიგი განხორციელდეს და დაკმაყოფილდეს. მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ტრანსპორტის კუთხით გააფორმეს შეთანხმება, მიიღეს ვალდებულება ტრანსპორტის სფეროში გარკვეული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან სრულყოფილი პროგრამა, რომელიც სამივე ქვეყანას მოიცავს. ასოცირებული ტრიო უკვე ღრმად არის ინტეგრირებული ევროპის სატრანსპორტო ქსელში. ამავდროულად, სამივე ქვეყანა დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, იმისათვის, რომ მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია და სახელმწიფოების გაძლიერება ამ მიმართულებით. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან იმ ეტაპზეა, რომელიც აღარ გულისხმობს საგზაო ტრანსპორტირების შეთანხმების გადადებას შემდგომისთვის. ასოცირების ტრიოს ქვეყნები მზად ვართ, განვახორციელოთ ის პრიორიტეტები, რომელიც მდგრად და გონივრულ განვითარებას და ახალი შემდგომი სტრატეგიების მიღებას დაკავშირებადობის კუთხით გულისხმობს.
სხვა მრავალ ფაქტორებს შორის ჩვენ ვისაუბრეთ საბაჟო სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენ ვითანამშრომლეთ იმ დათქმების განხორციელების კუთხით, რომელიც მთელი ევროპის ტერიტორიის მასშტაბით ალტერნატიულ წესებს გულისხმობს.
ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ, ევროკავშირთან მივაღწიოთ თანამშრომლობას მთელი რიგი საკითხების მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ევროპაში. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებში არიან ხელმომწერები იმ ენერგო შეთანხმებისა, რომელიც არსებობს და ტრიოს პლატფორმა გულისხმობს მდგრადობას, მედეგობის გაუმჯობესებას, იმისათვის, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები და მიწოდების უზრუნველყოფა მოხდეს რეგიონულ დონეზე და საერთო ინტერესები იქნას გათვალისწინებული მწვანე ენერგიის ტრანზიციის მიმართულებით.
ძვირფასო კოლეგებო! ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ახალი შესაძლებლობებით. ასოცირებული ტრიო ელის, რომ აღმოსავლეთ ევროპის სამიტი იქნება პოლიტიკური სტრატეგიული მუხტის მიმცემი და ჩვენი ორიენტირები გაძლიერდება და აისახება ჩვენი ინტერესები პარტნიორობის ფარგლებში, იმისათვის, რომ წევრ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდეს", - განაცხადა დენის შმიგალმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24