ეკონომიკა

არსებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ

17.10.16 20:10


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებულ ბორის ჩაგუნავას ამავე საქმეში ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილთან ნათესაური კავშირი აქვს.

როგორც დაკავებულის მეუღლემ ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, ხეჩუაშვილი ჩაგუნავების სიძეა. მისივე თქმით, დავით ხეჩუაშვილს მისი კუთვნილი ავტომობილი ჩაგუნავებზე ჰქონდა გადაფორმებული.

ნატა ჩაგუნავა აცხადებს, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ იარაღზე, რომელიც სამართალდამცავებმა ავტომანქანაში და ავტოფარეხში აღმოაჩინეს.

„რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რაღაცაა.

რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა“, – განუცხადა ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია „იმედს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია.

ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს”, – განაცხადეს შსს-ში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები