ეკონომიკა
17.10.16 21:50
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი სამი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტრენერის ასისტენტად იმუშავებს.
„არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, N11 დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგები გაიარეს.
როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი -თანადგომა”დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ სამ მათგანს დაასაქმებს. მსჯავრდებულებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია მეხსიერების, წარმოსახვისა და დამახსოვრების უნარების გაუმჯობესება. ტრენინგზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო.
არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი – თანადგომის” ფსიქოლოგები მუშაობდნენ. პროგრამის დასასრულს გ.ხ-მ, გ.მ.-მ და ს.ს-მ კურსის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, სამივე მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩაერთვებიან, სწავლებისას ათვისებულ უნარ-ჩვევებს უკვე პრაქტიკაში დახვეწენ და შესაძლებლობა მიეცემათ პროფესიონალ ტრენერებად ჩამოყალიბდნენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პროექტის ხელმძღვანელის შორენა შიუკაშვილის თქმით, „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა” უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.
„მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის არის ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიით ტრენინგი, რომლეშიც ჩართული იყო 10 არასრულწლოვანი მსჯავრდებული.
სწავლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ ტრენერ-ასისტენტებად მიიწვევენ და ისინი სხვადასხვა სახის პროექტებში ჩაერთვებიან”. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. „დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა და მინდა აღვნიშნო რომ სამი ახალგაზრდა, რომელიც სასჯელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში უმტკივნეულოდ დაუბრუნდება საზოგადოებას და დაუყოვნებლივ დასაქმდება. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას” და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს” – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის შემსწავლელი ტრენინგ კურსი პირველად საქართველოში სწორედ N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განხორციელდა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 64
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24