მსოფლიო

“მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა”, – ზელენსკი

08.03.22 13:20


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის კიევში რჩება.

 

“აი, საღამოს კიევი. ჩვენი ოფისი. ორშაბათი საღამო… დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ჩვენ ყველა ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქაა, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა…

 

მე აქ ვრჩები, კიევში. არ ვიმალები. არაფრის მეშინია. იმდენხანს, რამდენიც საჭიროა, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება ამ სამამულო ომში”, – თქვა ზელენსკიმ მიმართვაში.

 

მიმართვაში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა რუსების მიერ დანგრეულ ყველა ქალაქს აღადგენს და მათ ნებისმიერ რუსულ ქალაქზე უკეთესად აქცევს.

 

7 მარტს მე-12-ე დღე შესრულდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები