მსოფლიო

Coca-Cola რუსეთში საქმიანობას წყვეტს

09.03.22 13:00


Coca-Cola რუსეთში საქმიანობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ 8 მარტს განაცხადა.

 

სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მიმდინარე დღეებში ის მზარდი წნეხის ქვეშ იყო რუსეთში საქმიანობის გამო. “ტვიტერზე” პოპულარული იყო ჰეშთეგი “#BoycottCocaCola”(ბოიკოტი Coca-Cola-ს).

 

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის ბაზარი ათობით უცხოურმა დიდმა კომპანიამ დატოვა.

 

Coca-Cola-ს ზემოხსენებულ განცხადებამდე, McDonald’s-მა თქვა, რომ დროებით ხურავს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 850 რესტორანს.

 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

 

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

 

 

წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები