მსოფლიო

აშშ-ის კონგრესი უკრაინას 13.6 მილიარდი დოლარის დახმარებას დაუმტკიცებს

10.03.22 10:00


აშშ-ის კონგრესი უკრაინას 13.6-მილიარდიან დახმარებას დაუმტკიცებს.

 

აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას უკრაინისთვის დახმარების სახით 13,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.

 

დაფინანსება დაერთვება ფართო სამთავრობო ხარჯების პაკეტს, რომელიც უახლოეს დღეებში გამოიცემა.

 

უკრაინისთვის დახმარების პაკეტის ზომა თეთრი სახლის მხრიდან თავდაპირველად მოთხოვნილ ფარგლებს მნიშვნელოვნად აღემატება.

 

აღნიშნული თანხის დაახლოებით ნახევარი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სექტორს მოხმარდება, ხოლო მეორე ნახევარი უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების თავდაცვას.

 

ამ ფაქტს ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული ფინანსური დახმარებისთვის აშშ-ს საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები