მსოფლიო

ჯო ბაიდენი - უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად!

11.03.22 12:00


უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

 

„მივიჩნევ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიოს ერები გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას,“- აღნიშნა ბაიდენმა.

 

თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დახმარების სახით უკვე გამოყო მილიარდი დოლარი, მისი თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

 

„და თავდაცვითი აღჭურვილობის ახალი პარტია სწორედ ახლა მიემართება უკრაინისკენ,“- განაცხადა ბაიდენმა.

 

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას და რუბლმა უკვე დაკარგა მისი ღირებულების ნახევარი.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები