მსოფლიო

დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება

14.03.22 10:00


დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

 

შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ჯერ არ ვრცელდება.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

 

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს, მესამე რაუნდი კი 7 მარტს გაიმართა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები