მსოფლიო

უკრაინაში უსაფრთხო ადგილები აღარ დარჩა - შს მინისტრი

17.03.22 11:00


უკრაინაში აღარ დარჩა ადგილები, სადაც პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს.

მისი შესახებ უკრაინის შს მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

 

მონასტირსკის თქმით, მტრის დივერსანტებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე აკავებენ.

 

„უკრაინაში, სამწუხაროდ, აღარ დარჩა ადგილები, სადაც რეალური სამხედრო საფრთხე არ არსებობს. არსად დარჩა ოლქები, სადაც არ ხდება დაბომბვა ან სადაც დივერსიული ჯგუფები არ იყვნენ შემოსულები. სამწუხაროდ, ეს მოვლენა უკვე უჩვეულო აღარ არის. კიევში მე ყოველდღე ვიღებ ინფორმაციას მტრის დივერსიული ჯგუფების, ცეცხლის მაკორექტირებლების დაკავების შესახებ. ეს პირები ლვოვის, ივანო-ფრანკოვის, რივნეს ოლქებში იმყოფებიან. ეს პრობლემა დღეს ყველგან არის“ - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები