ეკონომიკა
21.10.16 16:20
პარლამენტი უნდა იყოს წამყვანი ორგანო, რომელიც გაუძღვება საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისივე განმარტებით, კონსტიტუციის ლოგიკა მოითხოვს იმას, რომ პარლამენტს უნდა დაეკისროს წამყვანი როლი ამ ყველაფერში. რაც შეეხება პრეზიდენტის როლს, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის როლიც არის კონსტიტუციით განსაზღვრული კანონპროექტებთან და კონკრეტულად, საკონსტიტუციო კანონპროექტებთან მიმართებითაც.
”კერძოდ, 2013 წლამდე, ვიდრე სააკაშვილი შეიტანდა კონსტიტუციაში ცვლილებებს, პრეზიდენტს ჰქონდა კანონპროექტის ინიცირების უფლება და ეს უფლება მას აღარ აქვს მოქმედი კონსტიტუციით. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს ცვლილება შეიტანა თავის დროზე კონსტიტუციაში. საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება. ანუ, ლოგიკა არის მთლიანად ასეთი აგებული ჩვენს კონსტიტუციაში, პრეზიდენტი წინასწარ არ ერთვება კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ის ერთვება მხოლოდ ბოლოს. პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ეს არის წამყვანი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეს არის უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო, აქედან გამომდინარე, არანაირი ეჭვი არ შეიძლება გაჩნდეს პარლამენტის მიერ დაფუძნებული ფორმატის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არის, რაზეც ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ფორმატი, რომელიც ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მისცემს მასში ჩართულობის შესაძლებლობას.
”ეს მოგვცემს ჩვენ ყველას კონსენსუსის საფუძველზე ახალი დოკუმენტის - გადასინჯული კონსტიტუციის მომზადების შესაძლებლობას.
ეს არის მთავარი ამოცანა, მთავარი მიზანი და ამაზე ისაუბრა სწორედ პრემიერ-მინისტრმა. მას არ დაუკონკრეტებია ზუსტად შინაარსი ამ ფორმატის, თუმცა, რაც შეეხება პრინციპებს, პრინციპი ნამდვილად ასეთია, პარლამენტი უნდა იყოს წამყვანი ორგანო, რომელიც გაუძღვება ამ პროცესს და ეს ყველაფერი გამომდინარეობს მოქმედი კონსტიტუციის ლოგიკიდან.
ჩვენ ვიცით, ვის აქვს საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით ინიციატივის წარდგენის უფლება და ეს ლოგიკა, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციის შესაბამის ნორმებში, მოითხოვს სწორედ პარლამენტის მიერ ინიციატივის აღებას. თქვენ გახსოვთ, რომ 2014 წელს, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სწორედ ამ ლოგიკით ჩამოყალიბდა ეს კომისია და მაშინ ამ ფორმატთან დაკავშირებით ეჭვები არავის შეუტანია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტა ამ საკითხის იყო სწორედ პარლამენტის მიერ ასეთი ფორმატის შექმნა.
მაშინ ეს ფორმატი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით კონსტიტუციაში ცვლილებებს განახორციელებს“.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 451
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24