ეკონომიკა

თავდაცვის სამინისტრო ექსპერტებს სამხედრო სამსახურის შესახებ გეგმებს გააცნობს

21.10.16 19:50


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ პოზიციას უახლოეს დროში გააცნობს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

იზორიას წინამორბედმა თინათინ ხიდაშელმა ივნისში ხელი მოაწერა ბრძანებას შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ. ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველ პირებთან კონსულტაციების გავლის გარეშე მიიღო, რამაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია.

მოგვიანებით სამინისტრო საზოგადოებას 100-დღიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს, რომელშიც სამომავლო გეგმები, მათ შორის ახალწვეულებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული.

დღეს საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს იწვევენ. ხიდაშელის გადაწყვეტილება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხება. ახალწვეულებს კვლავინდებურად სხვადასხვა ძალოვან უწყებებში ანაწილებენ — შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეს შეადგენს. გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება — შემოდგომაზე და გაზაფხულზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 14842


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები