ანალიტიკა

სომხური პრეტენზიების სიმბოლო ქართულ მიწებზე - სეპარატისტული "არცახის" დროშა დიდგორის ველზე.

31.05.22 11:30


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში აღინიშნებოდა. რუსეთმა საბაბად დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტთა მხარდაჭერა გახადა და  დაიწყო სისხლიანი ომი უკრაინაში. კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ სეპარატიზმი ცალსახა ბოროტებაა და ქვეყანაში, რომელმაც სეპარატიზმის გამო დაკარგა ტერიტორიების 20% და ჰყავს 300 000-ზე მეტი ლტოლვილი ეს ორმაგად თვალნათელია.

 

და ამ დროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას „მიტმასნილი", ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ თავს „საქართველოს სომხურ თემს“ უწოდებს (თუმცა ის არ წარმოადგენს მთლიან სომხურ თემს და ბერვი სომეხი არ აღიარებს მას საქართველოში), აწყობს თავის ღონისძიებებს და ჰკიდებს საქართველოში სომხურ და ქართულ დროშებთან ერთად რაღაც ნაჭერს, სეპარატისტული "არცახის" დროშისფრად შეღებილს. უფრო მეტიც, ეს ხდება დიდგორის ბრძოლის ველზე, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ქართველებისთვის.

ღონისძიება საქართველოს სომხური თემის ორგანიზებით გაიმართა, მოცეკვავეთა გუნდის „მუშ“ მონაწილეობით (მუში თურქული ქალაქია, რომელზეც ასევე პრეტენზიებს აცხადებენ სომეხი ნაციონალისტები:

 

 

 

44-დღიანი ომის დროს აზერბაიჯანის არმიის მიერ ლიკვიდირებული „არცახის“ სეპარატისტების დროშის გამოფენა  ქართულ მიწაზე და ასეთ ისტორიულ ადგილას კარგად გააზრებული პროვოკაციაა. ადგილი შემთხვევით არ იყო შერჩეული - სომეხი ისტორიული ფალსიფიკატორები დღეს ცდილობენ დიდგორის ბრძოლა წარმოაჩინონ ექსკლუზიურად ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ჭრილში. სხვათა შორის, ამ ბრძოლაში ქართული ჯარის მთავარი ძალა დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოში მოწვეული თურქ-ყივჩაღები იყვნენ. სომეხი „ისტორიკოსები“ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ „არ შეემჩნიათ“ მითიური „დიადი სომხური ბრძოლებისა და გამარჯვებების“ ფონზე.

 

 დღეს სომეხი პროვოკატორები მთელი ძალით ცდილობენ დიდგორის ბრძოლას „ჩაებღაუჭონ“ და „ქრისტიანებსა და მაჰმადიან თურქებს შორის დაპირისპირებად“ წარმოაჩინონ. ამავდროულად ბუნებრივია ისინი საკუთარ თავს „დიად სომხებს“,  „მთავარ ქრისტიანებად“ თვლიან.

 

სომეხ ისტორიკოსებს ავიწყდებათ აღნიშნონ, რომ დავით აღმაშენებელი სასტიკად ებრძოდა სომხურ მონოფიზიტურ მწვალებლობას. კერძოდ, მან გაანადგურა და შემოუერთა საქართველოს სეპარატისტული „სამფლობელოები“, რომელთა მმართველები სომხურ მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე გადავიდნენ, ასევე მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება სომხურ ერესთან საბრძოლველად. სომეხ „ისტორიკოსებს“ სულაც არ რცხვენიათ, რომ ამ ბრძოლის არც ერთი ისტორიული წყარო არ ახსენებს არც ერთ სომეხს ბრძოლის მონაწილეთა შორის.

 

ყველა მატიანე მოწმობს, რომ გამარჯვება მოიპოვეს თურქი ყივჩაღების წყალობით, არსებობს მტკიცებულება ოსებისა და 100-მდე ჯვაროსანი რაინდის მონაწილეობის შესახებ საქართველოს მხარეს ბრძოლაში, მაგრამ არსადაა ნახსენები „დიადი და ძველი სომხების“ შესახებ. თუმცა სომხურ რუქებზე, რომლებიც აღწერს დიდგორის ბრძოლამდე რამდენიმე ათწლეულს, აღნიშნულია  რამდენიმე უზარმაზარი სომხური "სამეფო", რომლებიც თითქმის თავად დიდგორის ველს აღწევდნენ.

 

უცნაურია, რომ ორი უზარმაზარი არმია იბრძვის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც თითქოს "სულ ეხლახან" მდებარეობდა "დიადი სომხეთი", ხოლო "დიადთა და მამაცთა" შთამომავლების კვალი, რომლებიც საუკუნეების შემდეგ განაცხადებენ, რომ ისინი ლამის მთავარ როლს ასრულებდნენ " ქართველებისა და სომხების ქრისტიანულ სოლიდარობაში“ ბრძოლის ველზე არც არსებობს.

 

დიდგორის ველზე სეპარატისტული დროშით პროვოკაციები საბოლოოდ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. სომეხი ნაციონალისტებისთვის „არცახი“, როგორც ისინი აზერბაიჯანულ ყარაბაღს და „ჯავახკს“ უწოდებენ და ქართულ სამცხე-ჯავახეთს, რომელზეც ისინი პრეტენზიებს აცხადებენ, ურთიერთდაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს წარმოადგენს.

 

ოდესღაც სომხური აგრესიის „ჯავახკის“ მიმართულებამ დაშნაკთა ყრილობაზე მხოლოდ 1 ხმით დაუთმო „არცახის“ საკითხს. არანაკლებ საინტერესოა თუ სად აპირებენ სომეხი ნაციონალისტები თავიანთი სეპარატისტული „ჯავახკის“ ჩრდილოეთ საზღვრების გავლებას. მათ კი, მათივე აზრით იმავე დიდგორის მინდვრის გავლით უნდა იარონ, სადაც წელს  სეპარატისტული, „არცახის“ დროშა გამოჰფინეს.

 

საქმე იმაშია, რომ დიდგორის ველი მდებარეობს უძველეს ქართულ ქალაქ მანგლისთან, რომელსაც მთელ თეთრიწყაროს რაიონთან და მიმდებარე მიწებთან ერთად, სამცხე-ჯავხეთთან და ქვემო ქართლის წალკის მხარესთან ერთად სომეხი „ისტორიკოსები“ "დიად სომხეთს" მიაწერენ. მათთვის ეს არის „ოდითგანვე  სომხური რეგიონი მანგლეაც პორი“.

 

„მანგლეაც პორი მდებარეობს დიადი სომხეთის ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება თრეხქის ყავარს, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით - ქართულ ქართლს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ბოხნოფორის ყავარს, სამხრეთ-დასავლეთიდან კი კოხბოფორის ყავარს. დღეს მანგლეაც პორის ტერიტორია არის საქართველოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. მდინარე ალგეტ (ე.ი. მდინარე ალგეთი) მიედინება მანგლეაც პორის მიწებზე“. ხოლო სომხების ასეთი ტერიტორიული პრეტენზიები უკვე „დასაბუთებულია“ „სამეცნიერო“ პუბლიკაციაში „სომხეთის ისტორიული გეოგრაფია“ (ერევანი: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007 წ.).

 

დიდგორის ველზე „არცახის“ სეპარატისტული დროშის გამოფენა, რომელსაც მეზობელ მანგლისთან ერთად სომეხი ნაციონალისტები „სომხურ მიწებად“ მიიჩნევენ, ამით აცხადებენ პრეტენზიას ამ პირველყოფილ ქართულ ტერიტორიებზე.

 

 ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერ მომენტში (და ახლანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთის სომხურ ლობზე დამოკიდებულების გათვალისწინებით, ის კი შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს) - მათზე პრეტენზიას გამოთქვამს.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 1297


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები