15.06.22 15:20
„უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან ამ განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს სწორედ გეოპოლიტიკაზე დაფუძნებული - ასოცირებულმა ტრიომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი ქვეყნები მზად ყოფილიყვნენ ამ განაცხადისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება და დარწმუნებულია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ფინეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
„მადლობას ვუხდი სპიკერს ძალიან თბილი მიღებისთვის. ძალიან საინტერესო საუბრები და დისკუსია გვქონდა. სრული სიმპატია გვაქვს ფინეთის მხრიდან ევროკავშირში წევრობაზე ჩვენს განაცხადზე. ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენი მოსახლეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია.
ამიტომ, ჩვენ გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, რომ ფინეთის მხრიდან ამ მხრივ სრული მხარდაჭერა გვექნება. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან ამ განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს სწორედ გეოპოლიტიკაზე დაფუძნებული. ჩვენი მხრივ, ასოცირებულმა ტრიომ – უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი ქვეყნები მზად ყოფილიყვნენ ამ განაცხადისთვის, მათ შორის ის დაჩქარებული პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იქნა ინიცირებული კითხვებთან და პასუხების ვადებთან დაკავშირებით. სამივე ქვეყანა ვადებში ჩაეტია და ამ კითხვარს სრული პასუხები გასცეს. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, იმ გეოპოლიტიკურ საფუძველს, რომელიც გახდა განაცხადის გაკეთების მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება შეხვდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 622
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24