პოლიტიკა
18.08.22 13:40
დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად "გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს, - ამის შესახებ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, სადაც ის “გავრილოვის ღამეს” ახსენებს.
მისი თქმით, როდესაც საუბრობ 20 ივნისის მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლების ნეგატიურ კონტექსტში და არ იხსენიებ და არ ამბობ შტურმს საქართველოს პარლამენტზე - ეს ნიშნავს, რომ ფაქტებს ამახინჯებ და ეს არა მხოლოდ დიპლომატიური არ არის, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.
"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თუკი მის ქვეყანაში შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ეს ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ, ესე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტის შტურმს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში ყოფნის ყოველ დღეს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობს. ამის შესახებ კელი დეგნანმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩემი აქ ყოფნის ყოველ დღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას, ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რომელიც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხედონ 3-4 წლის წინ და გაიხსენონ საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ეს ღრმა პოლარიზაცია შეამცირონ”, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 433
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24