ეკონომიკა
16.10.23 15:40
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისართან ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, კენან პოლეოსთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და პერსპექტივები. საუბარი, ასევე, შეეხო ბრიტანული კომპანიების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და საფინანსო და სავაჭრო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას.
შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის BAG ინდექსის მონაცემებზე, დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლასა და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე და ასევე, მოქმედ სავიზო რეჟიმზე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, კერძოდ, საუბარი შეეხო, ღვინის კულტურას და მის პოპულარიზაციას, ენერგეტიკული და უძრავი ქონების თემატიკას.
„მივესალმებით დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისარს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი იქნება, რადგან ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სახის შეხვედრები და დისკუსიები ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება სახელმწიფოების ურთიერთობებსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24