ეკონომიკა
19.10.23 15:40
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს, მის აღმატებულება აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. დადებითად შეფასდა საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელიც სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის, ტურისტული ნაკადების ზრდის, სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, პირდაპირი საჰაერო რეისების სტიმულირებისა და სხვა მიმართულებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საამიროები საქართველოსთვის სტრატეგიული ტურისტული ბაზარია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე, საამიროებში მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად სახეზეა ტურისტული ნაკადების ზრდა ამ ქვეყნიდან, რომელიც ტრადიციულად მაღალ მხარჯველ უნარიანობით გამოირჩევა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პირდაპირი საჰაერო რეისების სტიმულირებაზე. როგორც მოგეხსენებათ, საამიროებიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სამი ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში 40 სიხშირით ახორციელებს, რაც ტურისტული ნაკადების ზრდას განსაკუთრებულად უწყობს ხელს. ასევე ვისაუბრეთ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე. საამიროების ეკონომიკის მინისტრთან შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ ერთმანეთთან, რათა ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის კერძო სექტორს, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაიზარდოს ტურისტული ნაკადები, რაც, საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24