ანალიტიკა
20.10.23 21:20
ნაწილი 5
სომხური მარქსისტული, სოციალისტური და ამავე დროს ნაციონალისტური ტიპის რევოლუციური პარტია - სომეხთა რევოლუციური ფედერაცია, ან სხვანაირად - დაშნაკთა სოციალისტური პარტია - ,,დაშნაკცუტიუნი’’ (სომხ. Հայ Յեղափոխական Դաշնակցութիւն (Հ.Յ.Դ.)), დაარსდა არა ,,თურქეთის”, არა ,,სპარსეთის“ ან ,,რუსეთის სომხეთში’’ ან სადმე სხვაგან ევროპაში, არამედ საქართველოში მის დედაქალაქში, თბილისში, 1890 წლის ზაფხულში, სხვადასხვა რევოლუციური წრეების სომეხი ეროვნების წარმომადგენლების - დემოკრატი ქრისტოფერ მიქაელიანის (Քրիստափոր Միքայելյան) (მეტსახელად ელენი) (1866-1905წ.წ.), ნაროდნიკი სტეფან ზორიანის (Զորյան Գրիգորիի Ստեփան) (მეტსახელად როსტომი) (1867-1919წ.წ.) და ანარქისტი სიმონ ზავარიანის (Սիմոն Զավարյան) (მეტსახელად ანტონი) (1866-1913წ.წ.) მიერ.
მალე შეიქმნა სომხური ე.წ. ,,მოხალისეთა დრუჟინები’’, რომლებიც დაშნაკთა პარტიის სადამსჯელო სამხედრო ფორმირებებს წარმოადგენდნენ. მათ მთავარ დანიშნულებასა და მიზანს ამიერკავკასიისა და ანატოლიის ტერიტორიების არასომეხი მოსახლეობისაგან ,,გაწმენდა’’, ე.ი. მათი ყოველმხრივი დევნა, შევიწროება და დემოციდი წარმოადგენდა.
იწყებოდა დაშნაკთა შეიარაღებული ექსპანსია ამიერკავკასიაში - სამ ზღვას შუა... ამ სამ ზღვას შუა შემოიხაზა ,,დიადი არმენიის” რუკა და რა თქმა უნდა, მასში საქართველოს ლორე-ბამბაკისა და ახალციხე-ახალქალაქის რეგიონებიც მოექცა. თუ ამ ე.წ. ,,ისტორიული სომხეთის” ,,ისტორიულ რუკას” გადავხედავთ, კიდევ უფრო განსაცვიფრებელ სურათს წავაწყდებით. ,,დიადი არმენიის’’ ჩვენთვის საინტერესო ჩრდილოეთის საზღვრები მოიცავს მთელს ქვემო და ზემო ქართლს, თრიალეთს, გარე კახეთსა და შუა ქართლსაც - ფაქტობრივად მდინარე მტკვრის საქართველოს აუზის მთელ მარჯვენა სანაპიროს. აი, ასეთი იყო ,,დიადი არმენიის” მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილი, რომლის აღდგენაც დაისახეს სომეხთა რევოლუციური ფედერაციის - პარტია ,,დაშნაკცუტიუნის“ ლიდერებმა.
,,დიადი არმენიის“ ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებზე, ანუ, ე.წ. ,,მცირე არმენიაზე“ ამჯერად არ გავამახვილებთ განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მასში ჩართული იყო ძირძველი ქართული მიწები - მთელი ტაო-კლარჯეთი და ისტორიული სპერი, აგრეთვე ლაზეთის ნაწილი. XIX საუკუნის ბოლოდან, დაშნაკთა მიერ, ამ ეფემერული სახელმწიფოს დედაქალაქად აღმოსავლეთ ანატოლიის უდიდესი დასახლებული პუნქტი, თურქეთის სომეხთა პოლიტიკური აქტივობის ცენტრი, ქალაქი არზრუმი, ისტორიული თეოდოსიოპოლისი მოიაზრებოდა. არზრუმის ძველი დასახელება კარინია, რომელიც სომეხი არშაკიდების დომენს წარმოადგენდა, ხოლო სომხური სამეფოს ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ, 387 წლიდან, იგი დასავლეთ სომხეთის უკანასკნელი მმართველების რეზიდენცია იყო.
ქართველები თეოდოსიოპოლისს ოდითგან კარნუ ქალაქს ეძახდნენ. სომეხთა მეორე ქალაქთან, ერევანთან მიმართებაში კი, აღსანიშნავია, რომ შაჰ აბასის მიერ დაარსებული ყოფილი სახანოს ცენტრის, ერევნის (რევანი, ირევანი, ერივანი,) მოსახლეობა XIX საუკუნის 30-იან წლებში სულ რაღაც 10 ათას კაცს შეადგენდა, ხოლო XX საუკუნის დასაწყისისთვის - 20 ათასს. გასაგებია, რომ 300 ათასიან თბილისთან, ,,კავკასიის ამ დიდებულ დედაქალაქთან” შედარებით, ერევანი პატარა, მტვრიანი და საცოდავი მიწურების ქალაქი იყო, რომელსაც თბილისელი სომხები არასდროს თვლიდნენ ყურადღების ღირსად. ყველაზე საინტერესო კი, ის არის, რომ ერევნის სახანოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1832 წლისათვის, სომხები ერევნის მოსახლეობის მხოლოდ 24,4%-ს შეადგენდნენ, ხოლო მუსლიმები - 75,6%-ს.
მოტანილი დემოგრაფიული მონაცემები მოწმობს, რომ რუსეთთან შეერთებიდან ოთხი წლის შემდეგ, ერევანი ისევ მუსლიმთა ქალაქია. ამ ისტორიული ფაქტის გაგონება და აღიარება სომხებს ცხადია არ სურთ.
არჩილ ჩაჩხანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს ომი“
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24