ანალიტიკა
22.10.23 17:40
ნაწილი 6
სომეხთა რევოლუციური აქტიურობის ზრდის საყურადღებო დასაწყისი ამიერკავკასიის სეიმის პერიოდს ემთხვევა, კერძოდ, 1918 წელს, როცა ბოლშევიკი სტეფანე შაუმიანი თბილისში, ,,ალექსანდროვის ბაღში“ გამართული მასობრივი პროვოკაციული გამოსვლის გზით შეეცადა ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდებას, თუმცა, ამაოდ. ამიერკავკასიის სეიმის გადაწყვეტილებით, წითელი გვარდიის რაზმმა იარაღის ძალით ჩაშალა ბოლშევიკთა ეს ჩანაფიქრი.
ამ პროვოკაციის ჩავარდნის შემდეგ შაუმიანი იძულებული გახდა მიმალულიყო, კონსპირაციულად დაეტოვებინა ქალაქი და ბაქოში გადასულიყო. სტეფანე შაუმიანის შესახებ ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევებში“ ვკითხულობთ:
,,1917 წლის 16 დეკემბერს რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ვ. ი. ლენინი თავმჯდომარეობდა, განხილულ იქნა საკითხი კავკასიაში შექმნილი ვითარების შესახებ. მოხსენება რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარმა ი. ბ. სტალინმა გააკეთა. სახალხო კომისართა საბჭომ გაითვალისწინა კავკასიაში შექმნილი ვითარების სერიოზულობა, ის, რომ ამიერკავკასია კონტრრევოლუციური და რევოლუციური ძალების გადამწყვეტი შეჯახების პერიოდში იმყოფებოდა, მიიღო დადგენილება ს. გ. შაუმიანის კავკასიის საგანგებო კომისრად დანიშვნის შესახებ. ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციისათვის ამიერკავკასიას 500 000 მანეთი გამოეყო და კავკასიის საქმეთა საგანგებო კომისრის განკარგულებაში გადაეცა. 1918 წლის 22 იანვარს სტეფანე შაუმიანი კავკასიის საქმეთა საგანგებო კომისრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
დაშნაკთა სისხლიანი ,,მოღვაწეობის’’ დასაწყისი ამიერკავკასიაში, 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდს უკავშირდება, როცა დაშნაკურმა ე.წ. ,,საბრძოლო რაზმებმა’’ ოსმალთა იმპერიაში დაწყებული მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ უკვე ამიერკავკასიაშიც მოსინჯეს თავიანთი ძალები. დაშნაკური იდეოლოგიით, აქაც, ისევე როგორც ოსმალეთში, საჭირო იყო მომავალი ,,დიადი არმენიისათვის“ თათარი მოსახლეობისაგან მიწების ,,გამონთავისუფლება“.
ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით გერმანელი მეცნიერი, ლაიფციგის და ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტების პროფესორი, იორგ ბაბეროვსკი (Jörg Baberowski) წერს: ,,ჯერ კიდევ 1905 წლის ნოემბერში ბაქოში გამართული ,,დაშნაკცუტიუნის“ რაიონული კონფერენციის ერთ-ერთმა დელეგატმა ძალიან ნათლად და ღიად გამოხატა თავისი მომავლის ხედვა. იგი ამტკიცებდა, რომ მუსლიმებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ისინი იგრძნობდნენ თავიანთ სისუსტეს და ეცოდინებოდათ, რომ არსებობს ძალა, რომელსაც ძალუძს მათი დამარცხება თუ არა, დასჯა მაინც. აქედან გამომდინარე, იგი თათრულ-სომხური შერეული მოსახლეობის რაიონებიდან ყველა ,,თათრის“ გაყრის რეკომენდაციას იძლეოდა“.
მალე დაშნაკებმა ამ იდეოლოგიის ფრთაშესხმაც დაიწყეს. ამ ფაქტებს მრავალი ავტორი და ისტორიული მასალა ადასტურებს. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მხოლოდ ერთ მემუარს მოვიყვანთ, რომელიც ბაქოში დატრიალებული ამბების თვითმხილველს ეკუთვნის. ამ მემუარების ავტორი ეროვნებით სომეხი არუთიუნიანია. აი, რას წერს იგი:
,,1905 წლის დასაწყისში ბაქოში დატრიალებული ძმათამკვლელი ჟლეტა ქამარლის რაიონში გრძელდებოდა, სადაც შეიარაღებული ბანდიტი-მაუზერისტები დათარეშობდნენ. აზერბაიჯანული მოსახლეობის განადგურებას ისინი შემდეგი ლოზუნგით ახორციელებდნენ: ,,განურჩევლად დახოცე რაც შეიძლება მეტი, დაუნდობლად ძარცვე ყველა’’. ისინი სომხურ სოფლებში დაძრწოდნენ, სიტყვით გამოდიოდნენ, მოუწოდებდნენ მშრომელ გლეხობას იარაღით ხელში ,,დაეცვათ სომეხთა ღირსება და სიცოცხლე’’ და ამით ცდილობდნენ აემხედრებინათ სომეხი მოსახლეობა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ. დაშნაკელი ბანდიტები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, წვავდნენ მათ სოფლებს. ხოლო ამ ამბების დასრულების შემდეგ, სომეხი ხალხის ეს ეგრეთ წოდებული ,,მხსნელები’’ სახლებში ბრუნდებოდნენ და ღრეობებს მართავდნენ თავიანთი ,,გამარჯვებების’’ აღსანიშნავად’’.
ფაქტი ის არის, რომ 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში პარტია ,,დაშნაკცუტიუნი“ იბრძოდა როგორც ცარიზმის, ასევე არასომეხი ხალხების, და პირველ რიგში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ.
არჩილ ჩახიანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს ომი“
გაგრძელება იქნება
წაკითხულია : 424
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ისტორიულ სიმართლესთან საბრძოლველად სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა
20:2001.12.23
-
17:4501.12.23
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
17:0001.12.23
-
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
16:4001.12.23
-
16:2001.12.23
-
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა
15:5501.12.23
-
წალკაში ნაჯახით შუახნის ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15:2501.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
15:2001.12.23
-
15:0001.12.23
-
იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ
14:4001.12.23
-
14:2001.12.23
-
13:4001.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
13:2001.12.23
-
13:0001.12.23
-
12:4001.12.23
-
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
12:2001.12.23
-
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
12:0001.12.23
-
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს
11:4001.12.23
-
11:2501.12.23
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:0001.12.23
-
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
10:4001.12.23
-
10:2001.12.23
-
10:0501.12.23
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23