ანალიტიკა

სპარსეთი ცდილობდა ქართული და ალბანური მართლმადიდებლური ეკლესიების „გასომხებას“ და ალბანური და ქართული ანბანის „შემოქმედის“ მესროპ მაშტოცის შესახებ მითების გავრცელებას

27.12.23 8:15


„კავკაზ პლუსმა“ უკვე გამოაქვეყნა  მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ისტორიული ნაშრომისადმი „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მოკლე ისტორია“ მიძღვნილი სტატიები, რომელიც ეხება კავკასიის ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას: „საქართველოს სამოციქულო წმიდა ეკლესიის ისტორია და მისი ბრძოლა მონოფიზიტური მწვალებლური აგრესიის წინააღმდეგ”:

 

ნაწილი 1  https://ge.kavkazplus.com/news.php?id=38929

ნაწილი 2 https://ge.kavkazplus.com/news.php?id=38935  

 

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი იკვლევს და აჩვენებს ჰაი ნაციონალისტებისა და საეკლესიო მოღვაწეების პრეტენზიებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის ალბანეთის სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობაზე:

 

„VI საუკუნეში მონოფიზიტობა სპარსეთისთვის უფრო მისაღებ რწმენად იქცა (ანტიბიზანტიურობის გამო), ამიტომ იგი მფარველობდა სომხურ ეკლესიას. იძულებული გახდა რა უარი ეთქვა მაზდეანობის გავრცელებაზე ამიერკავკასიაში, სპარსეთი მონოფიზიტურ სარწმუნოებას მფარველობდა. ეკლესიის მემატიანეთ დაევალათ მონოფიზიტური იდეებისა და სპარსეთთან განუყოფელი ალიანსის აუცილებლობის ქადაგება. ამ მიზნით სპარსეთის მეფის აგენტებმა გამოიგონეს ლეგენდები იმის შესახებ, რომ სომხეთში, ქართლსა და ალბანეთში (კავკასიურ) ქრისტიანობა ერთმა ადამიანმა გაავრცელა, სომხური, ქართული და ალბანური დამწერლობაც ერთმა ადამიანმა შექმნა და ეს „განმანათლებელი“ ამავე დროს სპარსეთთან მაკავშირებელიც გახლდათ.

 

სპარსეთის ამგვარმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ სპარსელების ხანგრძლივი და ძლიერი ზეწოლის შედეგად, აგრეთვე მდიდარი სომეხი უფროსი იერარქების გავლენით, VI საუკუნის შუა ხანებში, კათალიკოს ნერსეს (548-567) დროს სომხებმა ქალაქ დვინში მოაწყვეს კრება და მიიღეს მონოფიზიტობა. ამის შემდეგ სპარსეთის მიერ მიტაცებულ კავკასიურ ქვეყნებში სომხურმა ეკლესიამ დაიწყო ეკლესიებზე ზედამხედველობა. ეს მოხდა სპარსეთის ნებართვით. ანტიქალკედონური, ანუ ანტიბიზანტიური ორიენტაციის გამო არაბებიც VII-IX სს მხარს უჭერდნენ სომხურ ეკლესიას, ხალიფატი ცდილობდა დათმობებითა და ყოველგვარი დახმარების გზით ძლიერი სომხური ეკლესიის თავის მხარეზე გადაბირებას.

 

შედეგად, სომხურმა ეკლესიამ შეძლო თავისი გავლენის გავრცელება არასომხურ მიწებზე - ქართულ და ალბანურ პროვინციებზე...“

 

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ისტორიული წყაროების ანალიზზე დაყრდნობით ადასტურებს იმას, რაც აშკარაა ყველა, გამონაკლისის გარეშე, სერიოზული ისტორიკოსისა და ფილოლოგისთვის - რომ მესროპ მაშტოცმა, რომელმაც არ იცოდა არც ქართული ენა და არც კავკასიური ალბანეთის ენა, უბრალოდ არ შეეძლო შეექმენა ანბანი ამ ენებისთვის. უფრო მეტიც, ეს ენები სრულიად განსხვავდება ძველი ჰაიური ენის „გრაბარისგან“ და მიეკუთვნება სრულიად განსხვავებულ ენობრივ ოჯახებს.

 

ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან ისიც შეიძლება დავასკვნათ, თუ რატომ დაინტერესდა სასანიდური სპარსეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მესროპ მაშტოცის შესახებ მოგონილი მითით, არამედ ქართული და ალბანური ეკლესიების ტოტალური „გასომხებით“ მათში სომხური მონოფიზიტობის დანერგვის გზით. 

 

რამდენად დაეხმარა სასანიდებს ფსონის დადება სომხებზე და მონოფიზიტობაზე? ისტორია გვიჩვენებს, რომ ვერ დაეხმარა. სასანიდებმა განიცადეს გამანადგურებელი მარცხი მუსლიმი არაბებისგან და მათი მთელი იმპერია არაბთა სახალიფოს ნაწილი გახდა. სახალიფოში ხელისუფლებაში მოსულმა ომაიანთა დინასტიამ კვლავ გაიმეორა სასანიდების შეცდომა და დაეყრდნო მონოფიზიტობას. და ამის შემდეგ დინასტიამ სწრაფი კრახი იწვნია.

 

ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ჯვაროსნებმა თავიანთი ფსონები დადეს ჰაიებზე, სანაცვლოდ მათგან სულაც არ ითხოვდნენ (მართლმადიდებლებისგან განსხვავებით) უარი ეთქვათ მონოფიზიტობაზე. როგორც ჩანს, ქილიკია, რომელიც დასავლეთის დამპყრობლებმა ჰაიელთა კონტროლს დაუქვემდებარეს, ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში „სანდო ზურგით“ უზრუნველვყოფდა. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ჯვაროსანთა სამარცხვინო მარცხითა და განდევნით დასრულდა, რასაც მოჰყვა ქილიკიაში ჰაიური წარმონაქმნების დაშლა.

 

მე-15 საუკუნეში ჰაიები თავის ზესახელმწიფოში მიიწვია ყარა—ყოიუნლუ ჯაჰანშაჰის ფადიშაჰმა. გადასცა თურქული ქრისტიანული სოფელი უჩ-კილისა, სადაც ჰაებმა თავიანთი მონოფიზიტი კათალიკოსის რეზიდენცია - ეჩმიაძინი დააარსეს. შედეგად, ჯაჰანშაჰმა, რომლის დროსაც ყარა-ყოიუნლუს ზესახელმწიფოს ძალაუფლებამ მწვერვალს მიაღწია, გამანადგურებელი მარცხი იწვნია აყ-ყოიუნლუსგან და განადგურდა.

 

ჰაიების შემდეგი კეთილისმყოფელები იყვნენ სეფიანები, რომლებსაც შაჰ-აბასმა მთავარი სტრატეგიული საქონლის - აბრეშუმის ვაჭრობის მონოპოლია ჩააბარა. ეჩმიაძინს მიენიჭა კოლოსალური უფლებები და პრივილეგიები. შაჰ-აბასი ცდილობდა მართლმადიდებელი ქართველების გამაჰმადიანებას, სამაგიეროდ კრძალავდა ჰაი-მონოფიზიტთა გამაჰმადიანებას, გარდა ცალკეული შემთხვევებისა. შედეგად, ჰაიები იქცნენ პრივილეგირებულ ფენად და ხელთ იპყრეს საგარეო ვაჭრობა და სეფიანთა იმპერიის ეკონომიკა. იმპერია, მათი ეკონომიკური დომინირების პირობებში, თანდათან დასუსტდა და მე-18 საუკუნის დასაწყისში განიცადა კატასტროფა და კრახი. რუსეთი მფარველობდა მონოფიზიტებს. მონოფიზიტმა-ჰაიმ და მათმა ლობმა რუსეთი უკრაინის კატასტროფამდე და ძმათამკვლელ ომამდე მიიყვანა...

 

ტენდენცია აშკარაა. ირკვევა, რომ მონოფიზიტობისა და მონოფოზიტობის მიმდევარი ჰაიების მფარველობა საბოლოოდ იწვევს მთელი იმპერიების დაშლას.

 

ვარდენ წულუკიძე

 

წაკითხულია : 1657


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები