რეგიონი
24.01.24 14:00
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების დაჩქარებულ მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, წლის ბოლოს რუსეთს სრულიად უკანონოდ გადაეცა ბიჭვინთის აგარაკები აფხაზური საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, იგეგმება ე.წ აპარტჰოტელების მშენებლობა (მრავალბინიანი საცხოვრებელი 60-დან 100 ათასამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქისთვის) და ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.
„ასევე, სოხუმის აეროპორტი გადაეცა კრემლთან დაახლოებულ პირებს. უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. 2014 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, პარლამენტის მიერ შეფასება იყო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის. დღეს კი „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიჭვინთის უკანონო გადაცემას ოკუპაციის და არა – ანექსიის გაგრძელებად აფასებენ. უარს ამბობენ ოპოზიციის მიერ ინიცირებული შესაბამისი რეზოლუციის განხილვაზეც კი, მაშინ როცა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხი მთავარი ეროვნული ინტერესია“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა იყოს მოწვეული დროებითი კომისიის სხდომა.
„გია ვოლსკის მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს დროებითი კომისიის სხდომა, რათა ერთობლივად ვიმსჯელოთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, მათ შორის პარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღების საკითხზე. დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე დუმილი, მით უფრო მაშინ, როცა „ოცნების“ პირობებში აქამდე პარლამენტში ამ საკითხზე შესაბამისი რეზოლუციების მიღება შესაძლებელი იყო კონსენსუსის გზით“, – განაცხადა აქუბარდიამ.
1tv.ge
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24