საზოგადოება

კახა კალაძე - წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა

01.02.24 10:37


დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

 

“საზოგადოებას დავპირდით, რომ პირველ თებერვალს გავხსნიდით. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და მეორე ნაწილში კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.

 

დასრულების ეტაპზეა, უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები დასრულდება.

 

ამ ეტაპზე, დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში დასრულდება”, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები