საზოგადოება

2023 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში - ზურაბ აზარაშვილი

05.02.24 18:00


ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბაზარაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

 

მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში ფარმაცევტულ სფეროში უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა.

 

„2022 წლის დასაწყისში, თურქეთიდანპროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესდარეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად მათი რეალიზაცია აეკრძალათ ფარმაცევტულ კომპანიებს. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად ანტიბიოტიკების ჯგუფზე ფასის 41%-იანი კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

 

pia.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები