საზოგადოება

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ხანძრების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა

06.02.24 9:55


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სულ  5 594 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 158 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 7 310 ადამიანი.

 

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში 10 564 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 48 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 205-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 380 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

 

საქსტატის ცნობით, 2023 წელს ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია 15 დანაშაული და შსს-ს მიერ გახსნილია რვა საქმე.

 

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, გასული წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 7 773 შეადგინა. აქედან 6 534 ქალია, ხოლო 1 239 მამაკაცი.

 

1tv.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები