საზოგადოება
28.04.16 13:30
ადვოკატ ნინო ბოლქვაძის ინფორმაციით, თბილისში კიდევ ერთ პირს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, საყურის ტარების გამო. როგორც ბოლქვაძე „ლიბერალს“ უამბობს, შემთხვევა წუხელ მოხდა.
„ღამე 3 ბიჭს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთს საყურე ეკეთა. პირველი მიზეზი, რის გამოც შელაპარაკება მოხდა, იყო „რატომ გიკეთია საყურე, ქართველი არ იქნები. გეის გავხარ“. აქეთა მხრიდან არ შეეპასუხნენ, რომ გამწვავება არ მოჰყოლოდა, მაგრამ ისინი მაინც არ ეშვებოდნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთს დაარტყეს გაშლილი ხელი ძლიერად სახეში.
დაზარალებულებმა პოლიცია გამოიძახეს და ამის შემდეგ ისინი გაიქცნენ, თუმცა ერთ-ერთი თავდამსხმელის ვინაობა იდენტიფიცირებულია, რადგან ერთ-ერთი დაზარალებულთაგან ერთი მას იცნობს. შემთხვევა გლდანში მოხდა“, - ამბობს ბოლქვაძე.
ადვოკატის თქმით, დაზარალებულები პოლიციაში დასაკითხად იქნებიან დაბარებულები, სავარაუდოდ, მოწმის სტატუსით და წესით გამოძიება უნდა იყოს დაწყებული. „პოლიციაში მივალთ და მივიღებთ სრულ ინფორმაციას. მივდივარ, რომ მონიტორინგი გავუწიო ამ საქმეს, რომ ნამდვილად მოხდეს გამოძიება“.
„როგორც ჩანს, ეს არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. ეს მუხლი არ გამოიყენება კვალიფიკაციის დროს, ეს გამოიყენება სასჯელის მისჯის დროს. რაც შეეხება გამოძიების მუხლს, ეს უნდა იყოს 125-ე მუხლი, რომელიც ცემას გულისხმობს“, - უთხრა „ლიბერალს“ ნინო ბოლქვაძემ.
მსგავსი შემთხვევა მოხდა 23 აპრილს, როცა 25 წლის ნიკა ბერიძეს დღის სამ საათზე, ავტობუსის გაჩერებაზე, უცხო პირებმა საყურის ტარების გამო სცემეს. ბერიძის თქმით, პირს, რომელიც მას მანამდე არასოდეს უნახავს, მისი გახვრეტილი ყური არ მოეწონა და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.
„ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი. სამმა პირმა ჩამიარა, უცებ ერთ-ერთი მოტრიალდა და სიგარეტი მთხოვა. ვუთხარი არ ვეწევი-მეთქი, მერე მოვიდა და მითხრა - კარგი და ეს საყურე რატომ გიკეთიაო? მე ვუთხარი რომ ეს მისი საქმე არ იყო. სწორედ ამ დროს დამარტყა. მასთან ერთად მირტყამდა მისი თანხმლები ერთი პირიც, მესამე - პირიქით, მოუწოდებდა ამ ორს, რომ გაჩერებულიყვნენ” - უთხრა „ლიბერალს" ნიკა ბერიძემ.
ბერიძე ცემის ფაქტში ჰომოფობიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს და ამბობს რომ გამოძიება შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს.
„პოლიციამ დაბურულშუშიანი მანქანით მომატარა უბანი და ერთ-ერთ სკვერში დავინახე ის ადამიანები. დაიჭირეს და წაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციელები ძალიან გულისხმიერად მოეკიდნენ ამ საქმეს. მათი მხრიდან გულგრილობა არ მიგრძვნია და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი მუხლით გამოიძიებენ. ისინი ვინც ფიქრობენ რომ საქართველოში ყველაფერი გამოსწორდა ცდებიან, განსხვავებულობის გამო ადამიანს დღის 3 საათზე ავტობუსის გაჩერებასთან გამისწორდნენ ” - ამბობს ნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს" უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 2 სავარაუდო თავდამსხმელი დაადგინეს, რომელთაც დაკითხავენ.
წყარო : IPN : /www.liberali.ge/
წაკითხულია : 37
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება
18:1521.05.24
-
17:4821.05.24
-
17:1721.05.24
-
შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით
16:5021.05.24
-
2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო
16:2721.05.24
-
16:0021.05.24
-
15:2421.05.24
-
15:0021.05.24
-
ნათია თურნავა - მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია
14:1021.05.24
-
13:4521.05.24
-
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან შეხვედრები გამართა
13:2021.05.24
-
კახა კალაძე - ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება
12:5621.05.24
-
12:2421.05.24
-
12:0121.05.24
-
11:2921.05.24
-
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:0021.05.24
-
10:3921.05.24
-
10:0021.05.24
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24