პოლიტიკა
06.06.16 15:35
ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ის ბაზები დაათვალიერა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ აგლაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელ კობა კობალაძესთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა. ადგილზე გაეცნო იმ დავალებებს, რომელსაც ქართული ქვედანაყოფები ასრულებენ, მოისმინა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა და პირადად გაესაუბრა ჯარისკაცებს.
„დავიწყეთ ვიზიტი ავღანეთში. ჩვენ ყოველი როტაციის დროს ვცდილობთ ჩამოვიდეთ ავღანეთში, მოვინახულოთ ბიჭები და ადგილზე გავიგოთ, რა კონკრეტული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი, რამე პრობლემა ხომ არ არსებობს. მოვისმინოთ, მივიღოთ ის სიამოვნება, რომელიც ყოველთვის გველოდება ავღანეთში, ისტორიები ჩვენი ბიჭების წარმატების შესახებ, მადლობები, რომლებსაც მუდმივად ამბობენ ჩვენი პარტნიორები. ასევე შეხვედრები გვაქვს გენერლებთან იმისათვის, რომ RSM-ის მისიის შესახებ ვიმსჯელოთ. საქართველო ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი და მონაწილეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი თანამონაწილეობით მიიღება. ვარშავის სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, სწორედ, RSM-ის მისიაა და სამიტამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილზე, აქაურ გენერლებთან საუბრით შეგვეჯერებინა პოზიციები,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ავღანეთში ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყველა იმ სამხედრო ბაზას ესტუმრება, სადაც ქართული ბატალიონებია განთავსებული და RSM-ის მისიის ხელმძღვანელ გენერლებს შეხვდება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 91
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24