პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ მაისში 1.3 მლნ ლარი შემოწირულობა მიიღო

06.06.16 18:40


საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2016 წლის მაისში 1 მლნ 957 ათას 899 ლარი მიიღეს შემოწირულობების სახით.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა — 1 მლნ 370 ათას 745 ლარი მმართველმა პარტიამ, „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.


შემოწირულობების კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის ახლად ჩამოყალიბებული პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“, რომლის ანგარიშზეც 266 ათას 407 ლარია ჩარიცხული.

მესამე ადგილი ირმა ინაშვილის ოპოზიციურ პარტიას, „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის 113 ათას 64 ლარით.
სამეულს მოსდევენ:

• „ახალი პოლიტიკური ცენტრი — „გირჩი“ — 81 295 ლარით;
• „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 54 049 ლარი;
• „რესპუბლიკური პარტია“ — 1060 ლარი;
• „მემარცხენეთა ალიანსი“ — 1000 ლარი;
• „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ — 120 ლარი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები