ეკონომიკა
13.04.17 14:45
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავის სისტემაში შემავალ თეატრებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი და თითოეულ ინსტიტუციაში დასაქმებული მსახიობების საშუალო ხელფასი გაასაჯაროვა.
ამ ფორმით გამოეხმაურა უწყება ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში მსახიობების ხელფასების სიმცირესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს. ინტერნეტში მომხმარებლები წერდნენ, რომ საქართველოს დედაქალაქში დასაქმებულ წამყვან მსახიობებს იმდენად დაბალი ხელფასები აქვთ, ფაქტიურად შიმშილის ზღვარზე არიანო. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად თბილისის 12 თეატრში დასაქმებული ადამიანების საშუალო შრომის ანაზღაურობა თვეში 836 ლარს შეადგენს, ხოლო მსახიობების საშუალო ხელფასი 973 ლარია.
ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება დედაქალაქის თეატრებიდან — 1,134 ლარი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დასაქმებულ ადმიანებს აქვთ. ყველაზე ნაკლებ საშუალო ხელფასს —344 ლარს კი თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლები იღებენ. ამავე თეატრში ფიქსირდება მსახიობების ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურებაც —358 ლარი. დედაქალაქში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი 1,328 ლარი შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებს აქვთ.
სხვა სურათია საქართველოს რეგიონებში. აქ 17 თეატრში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი ჯამში თვეში 476 ლარს შეადგენს, მსახიობის საშუალო ანაზღაურება კი 462 ლარია.
ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი — 676 ლარი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებს აქვთ, ხოლო ყველაზე დაბალი ანაზრაურება კი 250 ლარი, გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრში დასაქმებულ ადამიანებს. ამავე თეატრში ფიქსირდება მსახიობების ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასიც და ის 230 ლარს შეადგენს.
საქართველოს რეგიონებში დასაქმებული მსახიობების ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება 731 ლარი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრშია.
სამინისიტროს მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში არ არის მოცემული ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში დასაქმებული მსახიობების საშუალო თვიური ანაზღაურების ოდენობა. შესაბამისი გრაფა ცარიელია. სულ თბილისსა და რეგიონებში თეატრებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი ჯამში თვეში 709 ლარია ხოლო მსახიობების შრომის ანაზღაურება კი 782 ლარს შეადგენს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24