ეკონომიკა
18.04.17 18:55
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის დროსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
როგორც „ინტეპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი, როგორც ფინანსთა მინისტრი და მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი საქართველოდან, პირველად მიიღებს მონაწილეობას სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში, რომლის დროსაც დაგეგმილია მისი შეხვედრები აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან.
გარდა ამისა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს წლიურ შეხვედრაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან, რომლის დროსაც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ამასთან, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები წლიურ შეხვედრაში მონაწილე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
წყარო: ipn.ge
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24