ეკონომიკა
20.04.17 15:15
საქართველოში შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორის მხარდაჭერასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული.
განახლებული პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ყველასათვის კარგად ნაცნობ განახლებულ სტრუქტურას სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში“. განახლებულს იმიტომ, რომ მას რამდენიმე კომპონენტი დაემატება იმისათვის, რომ შეიქმნას ერთიანი სივრცე ჩვენი ბიზნესისათვის, ეკონომიკისა და სწრაფი განვითარებისათვის, სადაც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე ექსპორტიორები და ინვესტორები საუკეთესო ხარისხის სერვისს მიიღებენ“, — განაცხადა გახარიამ პრეზენტაციაზე.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს შემადგენლობაში შევიდა უამრავი პროექტი, მათ შორის, „ერთიანი აგროპროექტი“ და „სტარტაპ საქართველო“. აღნიშნული პროექტები, რომლებსაც მთავრობა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მოსვლის შემდეგ ახორციელებდა, ადგილობრივი წარმოების განვითარების წახალისებაზეა ორიენტირებული და მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსურ რესურსებს აწვდის.
როგორც სქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ბიზნეს-გარემოს განვითარების სფეროში გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწია.
„დღეს ჩენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროგრამის შედეგებით შეგვიძლია ვიამაყოთ… პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 170-მდე პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა. ამ ინვესტიციების დახმარებით ქვეყანაში შეიქმნა 7 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკაში გამუდმებით ახალი გამოწვევები ჩნდება, ამიტომ სახელმწიფო პროგრამები ახალ რეალიებს უნდა შეესაბამებოდეს. „ამისათვის სახელმწიფო პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გარდაიქმნება ერთ სტრუქტურად, სახელწოდებით — „აწარმოე საქართველოში". მას ექნება ერთიანი ფრონტ-ოფისი, ანუ მომსახურების ოფისი, რაც გაუადვილებს ბიზნესმენებსა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს-საქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას“, — აღნიშნა პრემიერმა. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24