ეკონომიკა
22.04.17 19:10
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air-ის დირექტორი ჯოზეფ ვარადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან ექვს თვეში მგზავრთა ნაკადის ზრდით კმაყოფილია.
ავიაკომპანია WizzAir-ის Аэробус A320-ის ტიპის თვითმფრინავი, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულია 2016 წლის 23 სექტემბრიდან. ამ პერიოდში ავიაკომპანია მოემსახურა 100,000-ზე მეტ მგზავრს, ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების Facebook-გვერდზე.
ქუთაისში ბაზირებით ავიაკომპანიამ ევროპის 8 ქვეყანაში თავისი ქსელი 11 ახალ დაბალბიუჯეტიან მიმართულებამდე გააფართოვა, მათ შორის, ლონდონში, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის 18 ივნისიდან დაიწყება.
„ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და მომავალში ჩვენს ქართველ მგზავრებს უფრო მეტ ახალ და საინტერესო ავიამიმართულებას შევთავაზებთ, რითაც ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შევუწყობთ ხელს“, — განაცხადა Wizz Air-ის დირექტორმა.
WizzAir-მა თავისი 25-ე ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხწლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად გახსნა. პირველი ავიარეისი ავიაკომპანიამ 2012 წლის სექტემბერში განახორციელა. WizzAir-მა ბაზის გახსნისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
2017 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანია WizzAir-ის მგზავრთა ნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200%-ით გაიზარდა. სულ 2016 წელს ავიაკომპანია 168000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24