ეკონომიკა

რუსი ბიზნესმენები და ჟურნალისტები ქართველ მეღვინეებს შეხვდებიან

28.04.17 15:45


თბილისში ქართველი მეღვინეებისა და რუსი ჟურნალისტებისა და დარგის ექსპერტების შეხვედრა 27-30 აპრილს გაიმართება, ნათქვამია ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის განცხადებაში.

ღონისძიება მეღვინეობის შავი ზღვის ფორუმის ფარგლებში პრიმაკოვის ცენტრისა და გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“. შეხვედრის ფარგლებში სასტუმრო Tbilisi Marriott-ში შედგება მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები: მეღვინეობა როგორც ქართული ექსპორტის მამოძრავებელი ძალა“. გარდა ამისა, ორი დღის განმავლობაში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები კახეთსა და ქართლში ღვინის კომპანიებს დაათვალიერებენ, სადაც მათი მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებს გაეცნობიან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები