ეკონომიკა

ქართულ კაკალს ექსპორტის პოტენციალი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და აზიაში აქვს

17.05.17 15:40


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლის თებევრლის ბოლოდან დაიწყო ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: 1. მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი; 2. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა, ბაღის გაშენების შემთხვევაში — ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს შეადგენს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში — მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

პროექტების მართვის სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით განხორციელებული პროექტი „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში გაშენებული იქნა 1372 ჰა კაკლის ბაღი. მათ შორის 2015 წელს 223 ჰა ბაღი გაშენდა, 2016 წელს 661 ჰა, ხოლო 2017 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე უკვე გაშენებული 488 ჰა კაკლის ბაღი. გაშენებული ბაღების უმეტესობა 2 რეგიონზე მოდის, 580 ჰა კახეთშია გაშენებული, 344 ჰა კი ქვემო ქართლში.

აღსანიშნავია, რომ გაშენებული ბაღებში, 90% შემთხვევაში ჩენდლერის ჯიშის კაკალია დარგული. თუმცა ჯერ-ჯერობით არც ერთი მათგანი მსხმოიარობაში არაა შესული.

უნდა ვივარაუდოთ, რომ კაკლის გაშენების ტენდეცია კვლავაც გაგრძელდება. თუმცა არის რისკი, რომ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ შეჩერების შემდეგ, ბაღების გაშენების ტემპი შეჩერდება. ამ ეტაპზე პროექტი — „დანერგე მომავალი“ ხორციელდება და ჯერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, პროექტის შეწყვეტაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

მიმდინარე ტემპებით კაკლის გაშენება, ექსპორტის შესაძლებლობებს ზრდის. ქართულ კაკალს ექსპორტის პოტენციალი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და აზიაში აქვს. თუმცა ამ ბაზრებზე შესასვლელად, ფასი უნდა იყოს კონკურენტული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სურსათის უვნებლობის და პროდუქტის ხარისხის მოთხოვნები დაცული იყოს. საქართველოს კავკასიაში შეუძლია ლიდერი გახდეს კაკლის წარმოებაში, თუმცა დღეს-დღეობით ლიდერი აზერბაიჯანია, მეორე ადგილზე კი ჩვენი ქვეყანაა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები