ეკონომიკა

საქართველოში შესაძლოა ჩინური ავტომობილები ააწყონ

17.05.17 16:55


საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მანქანათმშენებელ კომპანიასთან Anhui Jianghuai Automobile Co (JAC Motors) ქვეყანაში ელექტრომობილების აწყობის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მოლაპარაკებები ჩინურ მანქანათმშენებელ კომპანიასთან საქართველოს პორველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში თავისი ვიზიტის ფარგლებში გამართა, სადაც მონაწილეობას იღებდა ფორუმში „ ერთი სარტყელი — ერთი მიმართულება“.

„ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას თუ რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში — სრული წარმოების ამოქმედება,“ — დავით ქუმსიშვილს ციტირებს სამინისტროს პრეს-სამსახური.

მისი სიტყვებით, ჩინური ავტოკონცერნი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლით. „მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოესმინათ, თუ რას ვაპირებთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანი განვითარება ექნება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყანაში“, — განაცხადა ქუმსიშვილმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა საქართველოში რეგიონული ფილიალის გახსნა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენება. JAC Motors-ი — ჩინური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ავტობუსებსა და ავტომობილებს უშვებს. ის 1999 წლის 30 სექტემბერს ავტოქარხანა „ცზიანჰუის“(Hefei Jianghuai Automobile Factory) ბაზაზე დაარსდა, რომელიც 1964 წელს იყო გახსნილი. დღეს JAC Motors —ი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც ჩინეთის მსხვილი ავტოქარხნების ხუთეულში შედის. ქარხანას შეუძლია წლის განმავლობაში 500 ათასი ავტომობილის გამოშვება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები