ეკონომიკა

ანდრეი რაზინი საქართველოს რძის ოლიმპიადაზე ჩამოვა

17.05.17 18:45


მოსკოვის ოლქის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ანდრეი რაზინი მონაწილეობას მიიღებს ყველის IX ოლიმპიადაში, რომელიც ბათუმში 21-25 მაისს გაიმართება, აღნიშნულია რუსული უწყების ვებ-გვერდზე განცხადებაში.

რძის ოლიმპიადა რძის ბაზრის ყველა სეგმენტის წარმომადგენლებისთვის — მწარმოებლების, გადამამუშავებლების, მეცნიერების წარმომადგენლების, მიმწოდებლების, დარგის ექსპერტებისთვის ყოველწლიური მოვლენაა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ზაფხულის რძის V სამიტი, ყველის III საერთაშორისო ფორუმი, ინოვაციური ფორუმი, კონფერენცია და პრაქტიკული სემინარები მწარმოებლებისთვის, ტექნიკური ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები, ასევე ყველის ფესტივალი. რძის ოლიმპიადა გასულ წელს ბაქოში გაიმართა.

მასში მსოფლიოს 15 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები