ეკონომიკა
17.05.17 21:50
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ფადლი ზონს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის გააქტიურების მნიშვნელობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. ნოდარ კერესელიძემ ყურადღება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდაზე და მის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.
როგორც შეხვედრაზე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფადლი ზონმა აღნიშნა, ინდონეზია დაინტერესებულია საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ, თხილისა და კაკლოვანი კულტურების, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე, მინერალური და ორგანული სასუქების იმპორტით.
საუბარი ასევე შეეხო ინდონეზიიდან საქართველოში ყავისა და ტროპიკული ხილის იმპორტის შესაძლებლობებს. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოში ორგანული და ბიო ჩაის წარმოების დიდი პოტენციალი არსებობს. ინდონეზიას კი ჩაის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ამ მიმართულებით თანამშრომლობა ორივე მხარისთვის შედეგიანი იქნება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24