ეკონომიკა

„ქარვისფერი ღვინო" OIV-ს სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა

22.05.17 19:20


ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში ქართული მხარის წინადადება მიიღო, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული, ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო", OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.

„ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში" — აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ქართული ღვინოა შესული — შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი" და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი). „ქარვისფერი ღვინო" ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული, კერძოდ კი ჭაჭაზე დადუღებული ღვინოა.

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული „ქარვისფერი ღვინო" OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები