ეკონომიკა
25.05.17 21:25
თბილისში ხუთშაბათს გაიხსნა რეგიონული ენერგეტიკული სამიტი, სადაც განიხილება რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ვაჭრობას და ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდებას შეუწყობს ხელს.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გახსნა. სამიტი ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს. "დღევანდელი "რეგიონული ენერგეტიკული სამიტი" წარმოადგენს გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტისა და გამართული ღონისძიების სახეცვლილებას", — აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, წელს სამინისტროს ინიციატივით პარტნიორებთან ერთად გადაწყდა ღონისძიების მასშტაბისა და შინაარსის გაფართოება, თემატური რაკურსის შეცვლა ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც საქართველოს "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანებას უკავშირდება.
"დღეს უკვე წარმოვადგენთ აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი რეფორმატორული საქმიანობისათვის ოპტიმალური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც, ასევე მორგებული იქნება რეგიონის სპეციფიკას", — განაცხადა კალაძემ. სამიტში მონაწილეობენ: სომხეთისა და თურქეთის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინიტროების მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოში თურქეთისა და აშშ-ის ელჩები, ასევე საქართველოს მთავრობის, კერძო და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. სამიტის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრასა და დაფინანსებას.
ღონისძიება იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის" G4G —ის და ევროკავშირის პროგრამა EU4ENERGY-ის მხარდაჭერით, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ენერგეტიკის სფეროს განვითარებას ემსახურება.
EU4Energy წარმოადგენს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის ოთხწლიან პროგრამას. ახალი პროგრამის ამოქმედების შესახებ შეთანხმებას 2016 წლის ივნისში საერთაშორისო ორგანიზაცია "ენერგეტიკულმა გაერთიანებამ" და ევროპულმა კომისიამ მოაწერეს ხელი. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამა INOGATE-ის გაგრძელებას. EU4Energy იმუშავებს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგეტიკის, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის წყაროების განახლების საკითხებზე. პროგრამას საერთო კოორდინაციას "ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნო გაუწევს. პროგრამის ბიუჯეტი 6,8 მლნ ევროა. G4G — "მმართველობა განვითარებისათვის" USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის დახმარება ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაში საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანი და გამჭვირვალე დაგეგმვისა და რეალიზაციის გზით.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24