მსოფლიო

ზბიგნევ ბჟეზინსკი გარდაიცვალა

27.05.17 16:20


ცნობილი პოლიტოლოგი, სოციოლოგი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილმა, მიკამ განაცხადა.

ბჟეზინსკი აშშ-ში მოღვაწე პოლონური წარმოშობის პოლიტიკოსი იყო. 1966 – 1968 წლებში ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის საბჭოს წევრი იყო.

ჯიმი კარტერის მრჩეველი ბჟეზინსკი 1977 – 1981 წლებში იყო. ის ასევე თანამშრომლობდა აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან, იყო დემოკრატიის ნაციონალური მხარდაჭერის ორგანიზაციის, Freedom House-ის და აშშ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის დირექტორთა საბჭოს წევრი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები