ეკონომიკა

WinExpo 2017 თბილისში სტუმრებს მეათედ შეკრებს

29.05.17 15:45


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეათე, საიუბილეო საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017 თბილისის ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში 9-11 ივნისს გაიმართება.

WinExpo Georgia 2017 — ეს საქართველოში ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. ღონისძიება აერთიანებს ტრადიციულ სავაჭრო გამოფენას დამატებითი ღონისძიებების გეგმით, რომელიც გამოფენის პარალელურად გაიმართება.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერ-კლასები ქართული ღვინის მთავარი სახეობების დეგუსტაციით, ასევე გასტრონომიული შოუ და ღვინის ტურები საქართველოს მასშტაბით.

გამოფენის ორგანიზატორია ExpoGeorgia, ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქართული ღვინის ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება. „WinExpo Georgia 2017 — ჰიბრიდული პროექტია, რომელიც მოიცავს გამოფენას, კონკურსს და ბიზნესფორუმს", — ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. WinExpo აღნიშნულ დარგში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა რეგიონში, რომელიც წარმოადგენს არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ასორტიმენტის ფართო სპექტრს.

„WinExpo 2017 ინდუსტრიის პროფესიონალებს წარუდგენს დიდ შესაძლებლობებს პერსპექტიული ბიზნეს-პარტნიორობისთვის, მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებისა და ღვინისა და სპირტიანი სასმელების სფეროში ახალი ტენდენციების გაცნობისთვის", — აღნიშნავენ ორგანიზატორები.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80 კომპანია.

ყოველწლიურად ღონისძიებას 4 ათასი სტუმარი ესწრება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები