პოლიტიკა
29.05.17 18:30
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში თბილისი მასპინძლობდა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დასრულდა.
დეკლარაციის პროექტის წარდგენისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, რასა იუკნევიციენესმა 1918 წელი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 99 წლის წინ საქართველო აღსდა რუსეთის იმპერიის ნანგრევებიდან და როგორც დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სწრაფად დაიმკვიდრა თავი, რომელსაც მრავალპარტიული და პროგრესული საპარლამენტო სისტემა ქონდა. სამწუხაროდ, 1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლით, საქართველოსთვის ევროპული მომავლის პერსპექტივა დაიმსხვრა. იმ დროს, თავისუფალი სამყაროდან დახმარების ხელის გაწვდომა არავის უცდია და საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობა დასრულდა.
„დაახლოებით ასი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ცხოვრობს დიდი არამეგობრული მეზობლის ჩრდილში, რომელსაც მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს დაკავებული და აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპული, დემოკრატიული ოჯახში დაბრუნებას, მაგრამ ერთი რამ კი შეიცვალა – ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვენი დიდი ჩრდილოატლანტიკური კავშირი, რომელსაც თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობები და ღია კარის პოლიტიკა აქვს. საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის ლიდერები გაერთიანებულნი არიან თავის განძრახვაში შეუერთდნენ ამ კავშირს და განუხრელად ასრულებენ რეფორმების იმ დღის წესრიგს, რომელიც ამ პროცესისთვის არის საჭირო. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატოს მიერ ორგანიზებულ ოპერაციებში და ეს სერიოზული ძალისხმევაა. ეს დეკლარაცია არის გამოხატულება ასამბლეის უკვე დიდიხნით ადრე დაწყებული სოლიდარობისა, რომელსაც ჩვენ ვუცხადებთ საქართველოს. დეკლარაცია ხაზს უსვამს თანამსრომლობის იმ ინსტრუმენტებს, რომელიც საქართველოს და ნატოს შორის არსებობს”, – განაცხადა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.
დეკლარაციის პროექტის ტექსტში საქართველოს დელეგაციამ ცვლილების შეტანა მოითხოვა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა. ცვლილების თანახმად, დეკლარაციის მეთვრამეტე პუნქტს დამატებითი პარაგრაფი ემატება, რომლის მიხედვითაც, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოქალქეებს „შესაძლებლობა მისცეს თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის ადმინისტარციულ სასაზღვრო საზღვრის გასწვრივ”. ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება სრულად იქნა გაზიარებული. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით საპარლამენტო ასამბლეის პლენარულმა სხდომამ კენჭი უყარა დეკლარაციის პროექტს და სრული უმრავლესობის მხარდაჭერით, მხარი დაუჭირა მის მიღებას.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24