პოლიტიკა
30.05.17 18:35
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა. ტოკიოში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს იაპონიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საზეიმოდ აღინიშნება საქათველო-იაპონიის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა იაპონიის წამყვან ანალიტიკურ ცენტრ „Sasakawa Foundation”-ში, სადაც საუბარი შეეხება საქართველო-იაპონიის ურთიერთობას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებებს, ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციებს და გლობალური და რეგიონალური პოლიტიკის საკითხებს.
იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს და სიტყვით გამოვა იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციაში (JETRO) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოში (JICA), სადაც საუბარი შეეხება საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობას, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და განვითარების სფეროში იაპონიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის პრესკონფერენცია იაპონური მედიის წარმომადგენლებისთვის იაპონიის ნაციონალურ პრეს-კლუბში.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტი ასევე ემსახურება მაღალი ტექნოლოგიების სფეროში იაპონიასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ამ მიზნით ვიზიტის ფარგლებში მიხელ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, ასევე იაპონიის რობოტიკსის ასოციაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა უმსხვილეს იაპონურ კომპანიებს, მათ შორის ტოშიბასა და ჰიტაჩის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ვიზიტის ფარგლებში ქ. ოსაკაში საზეიმოდ გაიხსნება იაპონიაში პირველი ქართული ღვინის მაღაზია.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24