პოლიტიკა
30.05.17 21:30
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, რიჰარდს კოზლოვსკის შეხვდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რიჰარდს კოზლოვსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში სპეციალურად პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
გიორგი მღებრიშვილმა და რიჰარდს კოზლოვსკიმ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ განცხადებას.
დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას მხარეთა სურვილს, განავითარონ და გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.
ერთობლივი განცხადების თანახმად, ქართველი და ლატვიელი სამართალდამცველები, რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.
გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისთვის.
„ჩვენ ვაფასებთ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებისადმი – გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას. ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ განვითარების საერთო გზა გვაქვს არჩეული და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ერთმანეთს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე, დაგეგმილი სიახლეები და რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24