პოლიტიკა

საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

31.05.17 16:55


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი ალექსანდრე ხვადაგიანი წარუდგინა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ალექსანდრე ხვადაგიანმა გოგა რაზმაძე შეცვალა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ბოლო დრომდე ხვადაგიანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

„საპატრულო პოლიციაში, რომელსაც დღეიდან ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს, არსებითი რეფორმა იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად, რიგი კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, რაც საპატრულო პოლიციისთვის ახალი იმპულსი იქნება. ეს ღონისძიებები მოიცავს ასევე გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოზიდვას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას", — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს პირველი დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები