პოლიტიკა
31.05.17 18:05
თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, ვიზიტით გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტისას, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე გერმანელი და ფრანგი სპეციალისტები თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრებს უმნიშვნელოვანეს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების ნიმუშებს ადგილზე აცნობენ.
კერძოდ, თბილისის მერი სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს თავად გაეცნო სტრასბურგში ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ყურადღება გამახვილდა მდინარისა და ქალაქის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებულ თემებზე.
ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტისას, საუბარი შეეხო მდინარის ნაპირზე არსებული საჯარო სივრცეების ათვისებასა და ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ურბანული განვითარების სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„გენერალური გეგმის მომზადება ფინალურ ეტაპზეა. ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომლებიც გერმანიისა და საფრანგეთის მნიშვნელოვან გამოცდილებას გვთავაზობენ, ადგილზე გვაცნობენ იმას, თუ როგორ იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმ ყველაფერმა, რაც მომავალში თბილისში უნდა დაიგეგმოს. ამდენად, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მეორე მხრივ კი, მდინარისა და ქალაქის ურთიერთობასთან დაკავშირებული თემები, რომელსაც დღეს ჩვენ გავეცანით. ის ყველაფერი, რაც შემოთავაზებულია გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ და რაც უკვე რეკომენდაციების სახით დევს თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში, ჩვენმა დღევანდელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერზე ღირს მუშაობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა გენერალური გეგმის განახლების სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელმა, ალფრედ პეტერმაც.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გვეჩვენებინა, თუ როგორ ვითვალისწინებთ სატრანსპორტო თემებზე მუშაობისას ურბანულ საკითხებს. ჩვენ ვეცადეთ, ქალაქში, რომელშიც დასახლება მჭიდროვდებოდა, შეგვენარჩუნებინა ცხოვრების ხარისხი, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც ჩვენ დოკუმენტში ავსახეთ, ბევრ ისეთ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც სტრასბურგში გამოვიყენეთ“,- განაცხადა გენერალური გეგმის განახლების სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელმა, ალფრედ პეტერმა.
სამუშაო ვიზიტით უცხოეთში თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანსპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24