პოლიტიკა

ზვიად ძიძიგური - პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვერ გეტყვით, ვანგა არ ვარ

31.05.17 18:25


პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მისთვის უცნობია საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს მოაწერს თუ არა.

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, განხილვების დასრულების შემდეგ პარლამენტი ისეთ კონსტიტუციას მიიღებს, რომელსაც მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები შენიშვნებით პარლამენტში იმიტომ შემოდის, რომ ყველამ ერთად ვნახოთ და ამ დოკუმენტზე ვიმსჯელოთ, არგუმენტები მოვისმინოთ. პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა, ვერ გეტყვით, ვანგა არ ვარ. განცდა მაქვს, რომ მშვენიერ, კარგ კონსტიტუციას ვღებულობთ და ამ პროცესს მხარი ყველამ უნდა შეუწყოს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვები დასრულდება, დოკუმენტზე მსჯელობა პარლამენტში დაიწყება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები