ეკონომიკა

საქართველოში ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა "BUYBRAND Transcaucasia" ჩატარდება

31.05.17 19:25


თბილისში საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში", 2 და 3 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა „BUYBRAND Transcaucasia" ჩატარდება.

გამოფენა „BUYBRAND Transcaucasia" საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება, — აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

„ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდაზე. მკაფიოდ წარმოდგენილი იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციის თემატიკა HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს."- აღნიშნავს უწყება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John"s, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit"n"Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა.

ორდღიან გამოფენასთან ერთად, საქართველოში გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვლენ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები, ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები