პოლიტიკა
01.06.17 21:05
საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, 14 მუნიციპალიტეტის შეერთების შედეგად შეიქმნება 7 მუნიციპალიტეტი, შესაბამისად დღესდღეობით სულ არსებული 71 თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ნაცვლად, ცვლილების შემდეგ დარჩება 64.
როგორც ალავიძემ მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რეფორმის მიზანი უფრო ეფექტიანი მართვის მოდელის მიღებაა. “მინდა გამოვეხმაურო არსებულ სპეკულაციებს და ვთქვა, რომ ეს ცვლილებები არანაირად არ ეხება არჩევითობის წესს და ყველა ქალაქი კვლავინდებურად ისარგებლებს ქალაქის სტატუსით. ასევე, მუნიციპალეტეტების საკრებულოებში პროპორციულად შევლენ ქალაქებში არჩეული დეპუტატები. რეფორმის მიზანია მივიღოთ უფრო ეფექტიანი მართვის მოდელი, რათა უფრო ოპერატიულად მოვაგვაროთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები. გაიზრდება საკრებულოს ფუნქციები და მოქალაქეების ჩართულობა. რეფორმის შედეგად ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება არჩეული მერი. იგეგმება კოლეგიალური ორგანოების შექმნა მერიებში, რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ასევე, საკრებულოების როლი იზრდება გამომდინარე იქიდან, რომ მერი სამსახურის უფროსების და მოადგილეების კანდიდატურებს საკრებულოებს წარუდგენს“, – განაცხადა ალავიძემ. მისივე თქმით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის მომზადებასაც გეგმავს, რომელიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.
„შემდეგი პაკეტით ჩვენ მოვაწესრიგებთ არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული პირების შექმნის მექანიზმებს მუნიციპალიტეტებში. დარგების მიხედვით იქნება თითო ა(ა)იპ, ანუ შევზღუდავთ დუბლირებულ სერვისებს. ეს მნიშვნელოვანი იქნება ხარჯების დაზოგვის კუთხით. შემდგომი პაკეტისთვის ჩვენ ასევე ტერიტორიულ ორგანოებს შემოვიღებთ და ზუსტად ეს იქნება ჩვენი თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელება და უფრო მეტი დეცენტრალიზაცია. ა(ა)იპ-ების ნაწილი სავარაუდოდ, უფრო 2018 წლიდან შევა ძალაში და უფრო ოპტიმიზაცია მოხდება, მათ შორის, კადრებისაც“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24