პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრო: საქართველო ავღანეთში მისიას გააგრძელებს

05.06.17 14:35


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირებას არ გეგმავს, ნათქვამია უწყების მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება ქართულ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას — რომ დღის წესრიგში დგას ავღანეთში ქართული მშვიდობისმყოფელების კონტინგენტის შემცირება უკავშირდება.

მიმდინარე პერიოდში დღის წესრიგში რაიმე სახის ცვლილება ამ კუთხით არ დგას, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

„საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს", — ნათქვამია განცხადებაში. საქართველო სათანადოდ აფასებს როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ისე მსოფლიოში არსებულ ვითარებას, აცხადებს თავდაცვის უწყება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოცემულ მომენტში ამერიკელ, ნატოელ და სხვა დანაჩენ პარტნიორებთან ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ, 2019 წლისთვის პროპორციულად, მაქსიმალური რაციონალურობითა და ეფექტურობით გადანაწილდეს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა როგორც შიდა გამოწვევების, ისე საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგია იმ რეალიებს შეესაბამება, რაც მის გარშემო ვითარდება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ალიანსთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საფუძველზე მიიღებს", — ხაზგასმით აღნიშნულია განცხადებაში. „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები