პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბრიფინგს გამართავს

05.06.17 15:35


საკონსტიტუციო ცვლილებები - პრეზიდენტი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებს სთავაზობს. ისინი კონსესუსის აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მმართველი გუნდი შეთავაზებას.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბრიფინგს გამართავს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიფნგის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და თვითმმართველობის რეფორმა იქნება. ბრიფინგი 11:00 საათზე არის ჩანიშნული:

„პრეზიდენტი უკვე იყო ჩართული ამ პროცესში, ჩვენ ვიცით არგუმენტები და მოსაზრებები, რომელიც მას აქვს კონსტიტუციის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ შემდეგი ეტაპი ცალსახად იქნება საპარლამენტო განხილვები. უკვე პოლიტიკურ განზომილებაში, საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციის, მმართველი გუნდის მონაწილეობით, მედიის დაკვირვების ქვეშ მოხდება ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით წარმოიშვა,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები